ჩვენს შესახებ


  კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელი ხდება მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მათ შორის არსებული ქონებრივი დავები გადაწყდეს სწრაფად, მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების უშუალო მონაწილეობით და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ამავე დროს, საქმის განხილვისას დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ძირითადი პრინციპი.

        მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საქმეები განიხილება "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. 

      დავის  განმხილველ  არბიტრებად  ინიშნებიან  მაღალკვალიფიციური  და  მიუკერძოებელი  არბიტრები, რაც  გამორიცხავს  უკანონო  გადაწყვეტილებების  გამოტანას  და  ერთ–ერთი  მხარის  უპირატეს  მდგომარეობაში  ჩაყენებას. 

          შ.პ.ს.  მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი  „მორავი“ – ს  2010  წლის  24 იანვრის  პარტნიორთა  კრების  ოქმი N1 – ის  დადგენილებით  დაფუძნდა  შ.პ.ს. მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი  „მორავი“. 2010  წლის  16  მარტის  შ.პ.ს.  მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი  „მორავი“– ს  პარტნიორთა  კრების  ოქმი N3–ის  დადგენილებით  დამტკიცებული  იქნა  შ.პ.ს.  მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი  „მორავი“–ს  საარბიტრაჟო  წარმოების  წესები (დებულება)  და  თანდართული  დანართი  N1– წესები  „არბიტრაჟის  ხარჯებისა  და  მოსაკრებლების  შესახებ“.

შ.პ.ს.  მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი  „მორავი“   დღეისათვის  ჩამოყალიბებულია როგორც  დავების  გადაწყვეტის  ალტერნატიული  საშუალება. 

ჩვენი გუნდი


ევტიხი ბენდელიანი

თავმჯდომარე

აზა ბენდელიანი

ადმინისტრატორი

ეკატერინე ლიპარტელიანი

თავმჯდომარის თანაშემწე

არბიტრები


ზურაბი ჭეჭელაშვილი

არბიტრი

კანონმდებლობა


  • საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ
  • შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი "მორავი"–ს დებულება