კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს ინსტიტუტი ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, მათ შორის არსებული ქონებრივი დავები გადაწყდეს სწრაფად, მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების უშუალო მონაწილეობით და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ამავე დროს, საქმის განხილვისას დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ძირითადი პრინციპი: მხარეთა თანაბარუფლებიანობა, შეჯიბრებითობა, კანონისა და სასამართლოს წინაშე პირთა თანასწორობა და სხვა.
არბიტრაჟში საქმეები განიხილება "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „ მორავი“-ს დებულების საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია მუდმივმოქმედ "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ემსახურება ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპების რეალიზაციას.
შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „ მორავი“ დაფუძნდა 2010 წლის 16 თებერვალს და დღეისთვის ჩამოყალიბებულია, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება. დავების გადაწყვეტის არბიტრაჟის ფორმა სამოქალაქო და ბიზნეს ურთიერთობებში დავების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური საშვალებაა.
არბიტრაჟი „ მორავი“-ს კანცელარია აწარმოებს, როგორც მხარეებისგან მიღებულ, ისე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილ დოკუმენტების ელექტრონულ არქივს, რომელიც ხელმისაწვდომია მხარეთათვის.
მხარეებს აქვთ საშუალება „მორავი“-ს ვებგვერდზე არსებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით, ელექტრონული ფორმით, მიაწოდონ „მორავი“- ს კანცელარიას საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი, ასევე ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საქმის მასალებს და მიიღონ საქმესთან დაკავშირებული მასალები, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით განხილვას.დავის განმხილველ არბიტრებად ინიშნებიან მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი არბიტრები, რაც გამორიცხავს უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანისა და ერთერთი მხარის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას.
ჩვენი არბიტრაჟისათვის დამახასიათებელია: